სასწავლო პროექტი მათემატიკაში
1.პროექტის სახელწოდება:
თემი.
თემში მაცხოვრებელნი და მათი აღწერა.
2.პროექტის მთავარი
იდეა: მარტივი მათემატიკური გამოთვლების ცხოვრებისეულ პრაქტიკაში
გამოყენება.მოსწავლეთათვის მათი მნიშვნელობის გააზრება.მოსწავლეების მიერ კომპიუტერის
გამოყენებით მონაცემების ცხრილებით და დიაგრამებით გამოსახვა პრეზენტაციის მოწყობა.
3.პროექტის აქტუალობა:
პროექტის მეშვეობით მოსწავლეები გაათვითცნობიერებენ,რომ
მათემატიკა არის არა ცალკე განყენებული მეცნიერება რომელშიც ციფრების უაზრო კორიანტელია
,არამედ იგი მჭიდრო კავშირშია ჩვენს ყოველდღიურ ცხოვრბასთან.ასევე აქტუალურია კომპიუტრის
გამოყენება ცხრილების , დიაგრამების და პრეზენტაციის მოსამზადებლად.
4.პროექტის მიზანები:
მოსწავლეებს განუვითარდეთ კვლევა-ძიების უნარი,დაეუფლონ მარტივი მათემატიკური გამოთვლების
ტექნიკას,შეძლონ ინფორმაციის დახარისხება და გამოსახვა ცხრილებისა და დიაგრამების სახით.დამოუკიდებლა
მოამზადონ პრეზენტაცია.
5.მონაწილეთა
ასაკი: IV კლასი.
6.განხორციელების
ვადები: ერთი კვირა.
7.პროექტის მსვლელობა:
მოსწავლეები იყოფოან ორ ჯგუფად.ერთი ჯგუფი აღწერს თემში
მცხოვრებ მამაკაცებს,მეორე ჯგუფი კი ქალებს.ჯგუფის წევრები იყოფენ დასახლებულ უბნებს
და თავიანთ „სამოქმედო უბანზე“აგროვებენ მონაცემებს.მოპოვებულ ინფორმაციას ახარისხებენ
შემდეგ კატეგორიებად:
ქალები: ყველა
ასაკის,სკოლამდელი ასაკის,სასკოლო ასაკის, 60 წლამდე,60 წლის ზემოთ.
მამაკაცები:
ყველა ასაკის ,სკოლამდელიასაკის,სასკოლო ასაკის, 60 წლამდე,60 წლის ზემოთ.
მოპოვებული და დახარისხებული
ინფორმაციის საფუძველზე ქმნიან სვეტოვან დიაგრამებს და ცხრილებს.თითოეული ჯგუფი აკეთებს
პრეზენტაციას PowerPoint-ში და წარადგენს კლასის
წინაშე.
9.კავშირი ე.ს.გ.-თან: მათ. IV.12.მოსწავლეს შეუძლია მოცემულ თემასთან ან გამოსაკვლევ
ობიექტთან დაკავშირებით თვისობრივი და რაოდენობრივი მონაცემების შეგროვება.
მათ.IV.13. მოსწავლეს
შეუძლია რაოდენობრივი და თვისობრივი მონაცემების მოწესრიგება.
მათ.IV.13.
მოსწავლეს შეუძლია თვისობრივ და რაოდენობრივ მონაცემთა ინტერპეტაცია და ელემენტარული
ანალიზი.
10.პროექტის ხელმძღვანელი:
ეთერ მეტრეველი /eto.metreveli75@gmail.com
Comments
Post a Comment